ლამრი გოცირიძე
Tuesday, July 11, 2017
მასწავლებლის მიზანია ,ყველა მოსწავლემ მიაღწიოს სტანდარტით
განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს, სრულყოფილად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი.
ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ
ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ? როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული
საჭიროებები?
დღევანდელი დღე მნიშვნელოვნად დამეხმარა ყოველივე ამაში.ასევე ვისწავლე ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით.
Monday, July 10, 2017
მნიშვნელოვანი საკიოთხებია : როგორ შევაფასო მოსწავლეთა სწავლა, რომელი ინსტრუმენტები გამოვიყენო ყველაზე ეფექტურად და პროექტის განმავლობაში რა ეტაპებზე გამოვიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები როგორიც არის ჩეკლისტები და რუბრიკები. კარგ შედეგს იძლევა პროექტის მსვლელობისას როგორც მოსწავლეთა უკუკავშირი ასევე პროექტის ხელმძღვანელის უკუკავშირი.
შევძლებ სასწავლო პროექტში გამოვიყენო მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების რუბრიკა სხვადასხვა ეტაპზე ,რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებაში.
შევძლებ სასწავლო პროექტში გამოვიყენო მოსწავლეთა სავარაუდო შეფასების რუბრიკა სხვადასხვა ეტაპზე ,რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებაში.
Thursday, June 29, 2017
დღევანდელი ტრენინგიდან შევისწავლეთ სწავლის პროგრესისათვის
მნიშვნელოვანი და აუცილებელი შეფასების მრავალმხრივი მეთოდები, საინტერესო რუბრიკებით და კრიტერიუმებით. პროექტის
თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური შეფასება ,ამიტომ აღნიშნული მეთოდები
და სტრატეგიები დამეხმარება სასწავლო პროცესისა და სასწავლო პროექტის პროგრესისათვის.
Wednesday, June 28, 2017
გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს (პროექტის შინაარსს,მიზნებს, ე.ს.გ. გათვალისწინებულ სტანდარტებს) ვიმსჯელეთ და ვიმუშავეღ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომელიც დამეხმარება არამარტო წინარე ცოდნის გამოვლენის შემთხვევაში არამედ, სწორი მიმართულება მივცე პროექტს .ეს კითხვები ხელს შეუწყობს პროექტის დაგეგვმას. როგორ დაუკავშირო განსავითარებელი უნარები მისაღწევ შედეგებს.მოსწავლეებს დაეხმარებათ საგანთა შორის კავშირის დანახვაში და პროექტთან დაკავშირებული საკითხების ფოკუსირებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)